10 დეკემბერს ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. დილიდანვე ყველა რაღაც დიდის მოლოდინში იყო. დიდი თუ პატარა საქმიანი იერსახით გამოირჩეოდა.
სკოლის ისტორიის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფურცელი იწერებოდა
მშვიდობის კორპუსის ხელშეწყობით სკოლაში მომზადდა პროექტი, სკოლის დირექტორის ნ. ღოლიჯაშვილის ამერიკელი მოხალისისა ბრაიან გილიკინის და ისტორიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილის მიერ, რომელმაც მოიპოვა გრანტი. გრანტით მოპოვებული თანხა მოხმარდა სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უცხო ენის კაბინეტის მოწყობას.
კაბინეტის პრეზენტაციის ორგანიზებაში ყველა ერთსულოვნად ჩაება. ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილები პარტნიორ მასწავლებლებისა და ამერიკელი მოხალისის მიერ 7გ კლასი ანა მიროტაძე და ბრაიან გილიკინი. 11 კლასი – ნანა პაპალაშვილი და ბრაიან გილიკინი. 6 კლასის მოსწავლეებმა ნინო მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პროექტის მინი პრეზენტაცია სახელწოდებით „ამერიკა და საქართველო“. 11 კლ. მოსწავლემ თამარ სუხაშვილმა წარმოადგინა ქართული საიტის პრეზენტაცია.
სკოლაში უამრავი სტუმარი იყო მოწვეული: სხვადასხვა სკოლებში მოღვაწე ამერიკელი მოხალისეები, რესურსცენტრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა ორგანიზაცია იტაგის წარმომადგენლები, მე–10 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შატბერაშვილი უშუალო მონაწილენი გახდნენ იმ ლამაზი სანახაობისა. რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა ყველა.
პრეზენტაციის ბოლოს მაია ვეფხოშვილისა და ნანა პაპალაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებულმა მიუზიკლმა „მუსიკის ჰანგები“ დიდი შთაბეწდილება მოახდინა სტუმრებსა და ბავშვებზე. სასიამოვნო განწყობას ქმნიდა სკოლაში შექმნილი გარემო. გაფორმებული დერეფანი და სააქტო დარბაზი ამერიკის ერთ–ერთი უბნის იმიტაციას ქმნიდა.
ბავშვებმა სულ ცოტა ხნით თავი იგრძნეს უცხო ქვეყანაში, მაგრამ მათ მეხსიერებას დიდი ხნით გაჰყვება ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება.
0 коммент.:
Отправить комментарий