2 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება" , რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ Vა კლასის (პედაგოგი :ალინა შალამბერიძე) Vგ კლასის (პედაგოგი მარიკა კოპაძე ) მოსწავლეები.
2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული. ღონისძიებაც მიზნად ისახავდა ცოდნის გაღრმავებას "წითელი ნუსხის" სახეობების შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ეკოლოგიაზე. იმ პრობლემებზე რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.
შემდეგ პატარა მსახიობებმა თეატრალიზირებული სანახაობა წარმოადგინეს , სადაც კითხვაზე "რა ღირს ცოცხალი ბუნება?" ბავშვებს ერთადერთი პასუხი ჰქონდათ, რომ ბუნება–როგორც სიცოცხლის წყარო ყველა სიმდიდრეზე ძვირია, რაც ღმერთს შეუქმნის და მისი დაცვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.
ღონისძიება მოამზადა ალინა შალამბერიძემ
0 коммент.:
Отправить комментарий