Pages

вторник, 16 ноября 2010 г.

ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში

ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში

ორშაბათს, 8 ნოემბერს ჩატარებული საკლასო საათის თემა იყო ტაო კლარჯეთი - ჩვენი უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე .
მიზანი:
  • მოსწავლეები გაეცნონ ტაო კლარჯეთში არსებულ ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლებს
  • მოსწავლეები დაინტერესდნენ ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესია - მონასტრების ისტორიით
  • მოსწავლეებმა იმსჯელონ ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე, გამოთქვან იდეები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად
მსვლელობა
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელი ძალიან მოკლედ უხსნის მოსწავლეებს ტაო-კლარჯეთის თანამედროვე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და უყვება მის ისტორიას. გაკვეთილის ძირითად დროში დამრიგებელი აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ შოუს , სადაც მოთავსებულია ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრების , ციხეების ამსახველი მასალა . ფოტო მასალის დემონსტრაციის დროს მასწავლებელი სთხობვს მოსწავლეებს დაახასიათონ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს თურქეთის და საქართველოს მთავრობამ , მოსახლეობამ, მეცენატებმა ამ ძეგლების გადასარჩენად .
სალიდ შოუს 1.ნაწილი

სლაიდ შოუს 2.ნაწილი

0 коммент.:

Отправить комментарий