Pages

вторник, 16 ноября 2010 г.

პოეზიის დღე





2010 წლის 12 ნოემბერს ჩვენს სკოლაში პოეზიის დღე აღინიშნა.
მე–8 ა კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხეს მანან ჩიტიშვილის ლექსები. XXსაუკუნის ამ შესანიშნავი პოეტი ქალის შემოქმედებაში უხვად არის მშობლიური კუთხის ქართლის საყვარულით სავსე ლექსები.
დღეს "საქართველოს გული–ქართლი, დაჭრილია" და განსაკუთრებით სჭირდება მოფერება და თანადგომა. მოსწავლეების მიერ შერჩეულ ლექსებში ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოს მძიმე , მაგრამ გმირული წარსულით გამოწვეული სევდა და სიამყე, ზოგჯერ მწუხარე და ამავე დროს სიცოცხლით საცსე, იშვიათი მხატვრული სახეებით მდიდარი სტრიქონები.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა , რომ პოეხიზ ადამიანებს შორის ურთიერთობის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. გადამდები აღმოჩნდა მოზარდების ინიციატივა. მათ შემდეგ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. მასწავლებლებმა – მზია ჩოქური და მაყვალა ბერძენიშვილმა, მოსწავლეებმა – ნ.ხელაძემ (11 კლასი) და მ. ოდიშელიძემ (მე–8 კლასი )
სკოლის სააქტო დარბაზი ყველამ სასიამოვნო , მაღალი განწყობით დატოვა.

საღამოს ორგანიზატორი მაყვალა ბერძენიშვილი

0 коммент.:

Отправить комментарий