Pages

понедельник, 29 ноября 2010 г.

საქართველოს კუთხეების წარმოდგენა პრეზენტაცია

26 ნოემბერს სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით " საქართველოს კუთხეები"
მოსწავლეებმა მოახდინეს საქართველოს კუთხეების წარმოდგენა და პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა მოამზადეს თემები და ელექტრონული პრეზენტაციები . იხილეთ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მასალა:
იმერეთი ;
ქართლი ;
სამეგრელო ;
კახეთი ;
მთიულეთი და სვანეთი ;
გურია ;
აფხაზეთი ;

вторник, 16 ноября 2010 г.

"ადამიანი და გარემო"



ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია თემაზე "ადამიანი და გარემო"

მონაწილეობა მიიღეს VIII-X-XII კლასის მოსწავლეებმა. წარმოადგინეს თემები : შიდსი, თამბაქო, ეპატიტი, ღორის გრიპი, მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და გენეტიკური დაავადებები.


ბუნება მბრძანებელია წარმოადგინეს ფოტოები და სლაიდ–შოუები თამასთან დაკავშირებით. ამ კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის ამაღლება , მოსწავლეებში შესაბამისი უნარ–ჩვევების გამომუშავება.
კონფერენციის ორგანიზატორი : მარიკა კოპაძე
ქვემოთ იხილეთ ღონისძიებაზე გამოყენებული მასალა:

ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში

ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში

ორშაბათს, 8 ნოემბერს ჩატარებული საკლასო საათის თემა იყო ტაო კლარჯეთი - ჩვენი უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე .
მიზანი:
  • მოსწავლეები გაეცნონ ტაო კლარჯეთში არსებულ ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლებს
  • მოსწავლეები დაინტერესდნენ ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესია - მონასტრების ისტორიით
  • მოსწავლეებმა იმსჯელონ ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე, გამოთქვან იდეები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად
მსვლელობა
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელი ძალიან მოკლედ უხსნის მოსწავლეებს ტაო-კლარჯეთის თანამედროვე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და უყვება მის ისტორიას. გაკვეთილის ძირითად დროში დამრიგებელი აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ შოუს , სადაც მოთავსებულია ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრების , ციხეების ამსახველი მასალა . ფოტო მასალის დემონსტრაციის დროს მასწავლებელი სთხობვს მოსწავლეებს დაახასიათონ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს თურქეთის და საქართველოს მთავრობამ , მოსახლეობამ, მეცენატებმა ამ ძეგლების გადასარჩენად .
სალიდ შოუს 1.ნაწილი

სლაიდ შოუს 2.ნაწილი

პოეზიის დღე





2010 წლის 12 ნოემბერს ჩვენს სკოლაში პოეზიის დღე აღინიშნა.
მე–8 ა კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხეს მანან ჩიტიშვილის ლექსები. XXსაუკუნის ამ შესანიშნავი პოეტი ქალის შემოქმედებაში უხვად არის მშობლიური კუთხის ქართლის საყვარულით სავსე ლექსები.
დღეს "საქართველოს გული–ქართლი, დაჭრილია" და განსაკუთრებით სჭირდება მოფერება და თანადგომა. მოსწავლეების მიერ შერჩეულ ლექსებში ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოს მძიმე , მაგრამ გმირული წარსულით გამოწვეული სევდა და სიამყე, ზოგჯერ მწუხარე და ამავე დროს სიცოცხლით საცსე, იშვიათი მხატვრული სახეებით მდიდარი სტრიქონები.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა , რომ პოეხიზ ადამიანებს შორის ურთიერთობის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. გადამდები აღმოჩნდა მოზარდების ინიციატივა. მათ შემდეგ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. მასწავლებლებმა – მზია ჩოქური და მაყვალა ბერძენიშვილმა, მოსწავლეებმა – ნ.ხელაძემ (11 კლასი) და მ. ოდიშელიძემ (მე–8 კლასი )
სკოლის სააქტო დარბაზი ყველამ სასიამოვნო , მაღალი განწყობით დატოვა.

საღამოს ორგანიზატორი მაყვალა ბერძენიშვილი

среда, 10 ноября 2010 г.


მოსწავლეთა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელს კახა გაგნიძეს , რომელიც არის ჩვენი სკოლის VII გ კლასის მოსწავლის თამარ გაგნიძის მშობელი , სკოლის ეზოს გასამწვანებლად გადმოეცათ 20 ძირი ხის ნერგი .10.11.10 – ში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა კახა გაგნიძემ მოიტანა 20 ძირი ხის ნერგები . სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ჩაატარეს აქცია ეკლოგიის დღესთან დაკავშირებით . სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად დარგეს 20 ძირი ხის ნერგი . მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ დაგეგმილ აქციაში.

понедельник, 8 ноября 2010 г.













5 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია თემაზე " მოგზაურობა საქართველოში".
მოსწავლეებმა მოამზადეს თემები საქართველოს რეგიონების შესახებ. თემაში აღნიშნული იყო რეგიონის ფიზიკურ–გეოგრაფიული მახასიათებლები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
ბავშვებმა დამოუკიდებლად შექმნეს რუქები, სლაიდები.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა თავისი ქვეყნის , ბუნების, გეოგრაფიის შესახებ. შეიყვარონ და გაითავისონ პირადი პასუხისმგებლობა თავისი სამშობლოს მომავალზე.

четверг, 4 ноября 2010 г.

ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება"



2 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება" , რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ V კლასის (პედაგოგი :ალინა შალამბერიძე) V კლასის (პედაგოგი მარიკა კოპაძე ) მოსწავლეები.

2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული. ღონისძიებაც მიზნად ისახავდა ცოდნის გაღრმავებას "წითელი ნუსხის" სახეობების შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ეკოლოგიაზე. იმ პრობლემებზე რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.

შემდეგ პატარა მსახიობებმა თეატრალიზირებული სანახაობა წარმოადგინეს , სადაც კითხვაზე "რა ღირს ცოცხალი ბუნება?" ბავშვებს ერთადერთი პასუხი ჰქონდათ, რომ ბუნება–როგორც სიცოცხლის წყარო ყველა სიმდიდრეზე ძვირია, რაც ღმერთს შეუქმნის და მისი დაცვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.

ღონისძიება მოამზადა ალინა შალამბერიძემ