Pages

понедельник, 7 ноября 2011 г.

მე–20 საჯარო სკოლაში  24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით   ჩატარდა ვაჟა–ფშაველა  150 წლისთავისადმი  მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის  აქტივობები, რომლებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა :
1.      მოსწავლეებმა შექმნეს და  მოიძიეს მასალები ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიდან, მისი შემოქმედებიდან და საკუთარი ხელით შექმნეს კედლის გაზეთები, რომლებშიც საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს დიდი მწერალი.
2.      მე–6 გ კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ღონისძიება  „ჩვენი თვალით დანახული  ვაჟა“  მათ მოამზადეს სლაიდები, მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას ლექსები, მოამზადეს პრეზენტაცია და ისაუბრეს თავიაანთ დამოკიდებულებაზე ვაჟას მიმართ, გულწრფელად გამოხატეს ის ემოცია,  რომელიც ვაჟას შემოქმედების გაცნობამ აგრძნობინა მათ.
3.      VII ა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიის საღამო  „უკვდავი ვაჟა“ მათ  მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას სხვადასხვა თემაზე შექმნილი ლექსები: სატრფიალო, საგმირო,  ბუნების შესახებ, წუთისოფელთან დაკავშირებული. ისაუბრეს იმ მთავარ სათქმელზე, რაც  პოეტს  უნდოდა  ეგრძნობინებინა ჩვენთვის. შეასრულეს ვაჟას სიმღერებად ქცეული ლექსები.
4.      მოსწავლეებმა დაწერეს ესე  „ჩემი თვალით დანახული ვაჟა“  ესე–ში მოსწავლეებმა ისაუბრეს  იმ  ფასდაუდებელ განძზე, რომელიც ვაჟამ დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით, გამოხატეს თავიანთი შეხედულება მთის არწივზე, შეაფასეს მისი ღვაწლი. გამოვავლინეთ საუკეთესო ნაშრომები.
5.      ჩატარდა ღონისძიება  „ვაჟას საუკუნო  საგზალი“  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ვაჟას ბიოგრაფიაზე,  წაიკითხეს ვაჟას ლექსები,  გააცოცხლეს ეპიზოდები პოემიდან  „ალუდა ქეთელაური“  და  „სტუმარ–მასპინძელი“, შეასრულეს  სიმღერები ვაჟაზე, აჩვენეს მაყურებელს მომზადებული სლაიდები,    აგრძნობინეს, რომ  ვაჟამ  თავისი შემოქმედების სახით  საუკუნო  საგზალი  დაუტოვა თითოეულ  ჩვენგანს.
6.      განხორციელდა პროექტი „ვაჟას ნაკვალევზე“  მოსწავლეებმა  მოინახულეს ჩარგალში  ვაჟა ფშაველას სახლ–მუზეუმი, იქვე  ჩაატარეს  ღონისძიება,  გაეცვნენ ვაჟას ცხოვრების ამსახველ ისტორიას,  იქვე ჩაატარეს  ღონისძიება, წაიკითხეს ვაჟას ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები.