30 ოქტომბერს რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში ჩატარდა ვექტორინა " მოისაზრე, მოიფიქრე, გამოიცან" მე–5 კლასებს შორის . ღონისძიება იყო შემეცნებით–ინტელექტუალური. (მასწავლებელები ნინო მარგველაშვილი, გალინა აბულაძე)
ვიქტორინა შედგებოდა 5 ტურისგან. ვიქტორინაში მონაწილეობას ღებულობდნენ არა მარტო გუნდები , არამედ მათი გულშემატკივრებიც.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი მე–5 ა კლასიდან , გუნდის სახელი "სხივი".
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების და ინტელექტის ამაღლებას.
0 коммент.:
Отправить комментарий