Pages

вторник, 21 декабря 2010 г.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე




პირველად ცნება "ადამიანის უფლებები" ფრანგულ " ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში " გვხვდება, რომელიც 1789 წელს მიიღეს , ხოლო ძირითადი დოკუმენტი "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" მიღებული იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
1950 წლიდან 10 დეკემბერი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღედ აღინიშნება .
მე–20 საჯარო სკოლის მე–11 და მე–12 კლასებს შორის გაიმართა კონკურსი "ადამიანის უფლებების დღის" აღსანიშნავად, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

понедельник, 20 декабря 2010 г.

პროექტი "ჩვენ ვართ თინეიჯერები"




სკოლაში მოსწავლეებს გავაცანით პროექტი სახელწოდებით ჩვენ ვართ თინეიჯერები".
მე–7 გ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი და წარმოადგინეს მინი–პროექტის სახით. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თინეიჯერების ინტერესების შესახებ, ისაუბრეს მათ გატაცებებზე, ჩაცმულობაზე. ისაუბრეს თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თანატოლებს მასწავლებლებთან, მშობლებთან. წამოწიეს მათვის საინტერესო თემები. მოაწყეს პოდიუმი ბავშვებმა აჩვენეს თუ როგორ იცმევენ თინეიჯერები. დადგეს ორი ცეკვა და იმღერეს მგზავრების სიმღერა.
პროექტი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ თავიანთი ნამუშევრებით.

среда, 15 декабря 2010 г.

გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს


მე–3 კლასის ხელმძღვანელმა ირმა ოსიტაშვილმა მიიღო მონაწილეობა საკუთარ პროექტში" გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს". კლასთან ერთად მოაწყო სკოლის ახლო მდებარე ტერიტორიის დასუფთავება. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას და ეკოლოგიას

ქ.რუსთავის N20 სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტის გახსნა


10 დეკემბერს ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. დილიდანვე ყველა რაღაც დიდის მოლოდინში იყო. დიდი თუ პატარა საქმიანი იერსახით გამოირჩეოდა.

სკოლის ისტორიის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფურცელი იწერებოდა

მშვიდობის კორპუსის ხელშეწყობით სკოლაში მომზადდა პროექტი, სკოლის დირექტორის ნ. ღოლიჯაშვილის ამერიკელი მოხალისისა ბრაიან გილიკინის და ისტორიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილის მიერ, რომელმაც მოიპოვა გრანტი. გრანტით მოპოვებული თანხა მოხმარდა სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უცხო ენის კაბინეტის მოწყობას.

კაბინეტის პრეზენტაციის ორგანიზებაში ყველა ერთსულოვნად ჩაება. ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილები პარტნიორ მასწავლებლებისა და ამერიკელი მოხალისის მიერ 7გ კლასი ანა მიროტაძე და ბრაიან გილიკინი. 11 კლასი ნანა პაპალაშვილი და ბრაიან გილიკინი. 6 კლასის მოსწავლეებმა ნინო მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პროექტის მინი პრეზენტაცია სახელწოდებით „ამერიკა და საქართველო“. 11 კლ. მოსწავლემ თამარ სუხაშვილმა წარმოადგინა ქართული საიტის პრეზენტაცია.

სკოლაში უამრავი სტუმარი იყო მოწვეული: სხვადასხვა სკოლებში მოღვაწე ამერიკელი მოხალისეები, რესურსცენტრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა ორგანიზაცია იტაგის წარმომადგენლები, მე–10 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შატბერაშვილი უშუალო მონაწილენი გახდნენ იმ ლამაზი სანახაობისა. რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა ყველა.

პრეზენტაციის ბოლოს მაია ვეფხოშვილისა და ნანა პაპალაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებულმა მიუზიკლმა „მუსიკის ჰანგები“ დიდი შთაბეწდილება მოახდინა სტუმრებსა და ბავშვებზე. სასიამოვნო განწყობას ქმნიდა სკოლაში შექმნილი გარემო. გაფორმებული დერეფანი და სააქტო დარბაზი ამერიკის ერთ–ერთი უბნის იმიტაციას ქმნიდა.

ბავშვებმა სულ ცოტა ხნით თავი იგრძნეს უცხო ქვეყანაში, მაგრამ მათ მეხსიერებას დიდი ხნით გაჰყვება ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება.

9 დეკემბერს IV კლასებს შორის ბუნებისმეტყველებაში ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა თემაზე „მოგზაურები და აღმოჩენები“.

ვიქტორინის მიზანი იყო, შეძენილი ცოდნის დემონსტრირება (მოსწავლეები რუკაზე განსაზღვრავდნენ ობიექტების მდებარეობებსა და ურთიერთმიმართულებებს, მსჯელობდნენე დედამიწის ფორმაზე.)

ვიქტორინა ჩატარდა სამ ეტაპად :

პირველ ეტაპზე მოსწავლეები პასუხობდნენ პრეზენტაციით წარმოდგენილ კითხვებს.

მეორე ეტაპიშედგებოდა ღია კითხვებისაგან

და მესამე ეტაპი იყო თამაში „ლაბირინთი“. დავალების პირობა იყო შემდეგი. 15 კვადრატი იყო მოცემული. მტკიცებულებით. თუ ეთანხმებოდნენ მტკიცებულებებს, მაშინ უნდა გადასულიყვნენე „დიახ“ ისრით. თუ მტკიცებულება მცდარი იყო, მაშინ „არა“ ისრით

вторник, 14 декабря 2010 г.

კლასის საათი „სპორტი, სპორტი, სპორტი....“

Vა კლასში კლ. დამრიგებელი ლარისა გოდერიძე 02.12.10

მიზანი: განუვითაროთ ინტერესი სპორტის მიმართ, ჩავრთოთ, ისისნი სპორტულ თამაშებში, ჩამოუყალიბოთ სწორი წარმოდგენა ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.

გაფორმება: ეკრამზე სლაიდები, სკოლის მოსწავლეების მიერ სპორტშიმიღწეულიწარმატებების აღმნიშვნელი მასალის გამოფენა, საქართველოს ჩემპიონის ბ. ლეკიაშვილის მედლები საქართველოს ნაკრების წევრების რაგბში ჯიმშელაძეების პლაკატები, ბურთების გამოფენა.

ადგილი: სააქტო დარბაზი (სკოლის)

სტუმრები: დირექცია, მშობლები, მასწავლებლები, VI-VII კლასების მოსწავლეები.

მაყურებლები

მიმართვა მოსწავლეებთან–იციან თუ არა, რომ ჩვენმა სკოლამ აირჩია

თამაშები: კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი.

მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას. სხვადასხვა სპორტის სახეობებზე, რომლებიც არიან დაკავშირებულები ბურთთან (მაგ: კალათბურთი ფეხბურთი, ხელბურთი და ა შ.)

გამოდიან სიტყვით: ქართული ენის მასწავლებელი. ლეკიაშვილი ლუიზა, რომელიც ყვება თავის შვილზე – ლეკიაშვილ ბესოზე, დირექტორის მოადგილე ქ–ნ მანან ჯიმშელაძე თავის შვილზე და შვილიშვილზე, რომლებიც არიან საქართველოს ნაკრების წევრები რაგბში.

3. ფისკულტურის მასწავლებელი ინგა მარღიშვილი მოახსენა მოსწავლეებს ჩვენი სკოლის მიღწევებზე სხვადასხვა შეჯიბრებებში.

4. საუბარი მაყურებელთან – რა იცოდნენ და რა გაიგეს ახალი.

5. დასკვნა – მოსწავლეები – გოგონები.

გუნდის ვარჯიშის

გულშემატკივართა წარმომადგენლების გამოსვლითი ვარჯიშების დემონსტრირება.

დამსწრეებს სთხოვეს გამოეხატათ, როგორ მოიქცეოდნენ საყვარელი გუნდის გამარჯვების გამოსახატავად სტადიონზე და მთელნმა დარბაზმა ერთიანად წამოიძახა: „გოლ! ვაშა! გაუმარჯოს საქართველოს!“

вторник, 7 декабря 2010 г.

ინტელექტუალური თამაში " გვახსოვდეს ტაო–კლარჯეთი"







6 დეკემბერს სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5ბ კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა . მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 5ა (გუნდი ,,სამება"), 5ბ (გუნდი ,,სვეტიცხოველი")5გ (გუნდი ,,ტაო" ) კლასების მოსწავლეები.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ოთხი დავალება :
  • მუშაობა რუკაზე
  • ისტორიული ცხრილების შევსება
  • ტაძრის გამოცნობა ფოტო სურათის მიხედვით
  • და კენჭისყრით შერჩეული ტაო - კლარჯეთის ერთერთი ტაძრის პრეზენტაცია.
პირველ ორ კონკურსში ყველა ჯგუფმა მოაგროვა ქულათა თანაარი რაოდენობა, მესამე კონკურსში დაწინაურდნენ გუნდები ,,სამება "(5ა კლ ) და ,,ტაო" (5გ კლ ), ხოლო მეოთხე კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - ,,ტაო" (5გ კლ)
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციისგან დაჯილდოვდა ექსკურსიით თბილისში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (ოქროს ფონდი).
კონკურსის საპატიო სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი), რუსთავის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 5ბ კლასის გუნდის წევრები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მამა მიქაელს გამხნევებისთვის !!!ასევე მადლობას ვუხდით 9ა კლასის მოსწავლეს : გიორგი ლაბაძეს და 6ბ კლასის მოცეკვავეებს და ,რომლებმაც ჩვენი კონკურსი გაალამაზეს ქართული ცეკვებით !

среда, 1 декабря 2010 г.

"მოესაზრე , მოიფიქრე, გამოიცან"







30 ოქტომბერს რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში ჩატარდა ვექტორინა " მოისაზრე, მოიფიქრე, გამოიცან" მე–5 კლასებს შორის . ღონისძიება იყო შემეცნებით–ინტელექტუალური. (მასწავლებელები ნინო მარგველაშვილი, გალინა აბულაძე)
ვიქტორინა შედგებოდა 5 ტურისგან. ვიქტორინაში მონაწილეობას ღებულობდნენ არა მარტო გუნდები , არამედ მათი გულშემატკივრებიც.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი მე–5 ა კლასიდან , გუნდის სახელი "სხივი".
ღონისძიებამ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა.





ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების და ინტელექტის ამაღლებას.