Pages
понедельник, 29 ноября 2010 г.
საქართველოს კუთხეების წარმოდგენა პრეზენტაცია
მოსწავლეებმა მოახდინეს საქართველოს კუთხეების წარმოდგენა და პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა მოამზადეს თემები და ელექტრონული პრეზენტაციები . იხილეთ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მასალა:
იმერეთი ;
ქართლი ;
სამეგრელო ;
კახეთი ;
მთიულეთი და სვანეთი ;
გურია ;
აფხაზეთი ;
вторник, 16 ноября 2010 г.
"ადამიანი და გარემო"
ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში
ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში
- მოსწავლეები გაეცნონ ტაო კლარჯეთში არსებულ ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლებს
- მოსწავლეები დაინტერესდნენ ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესია - მონასტრების ისტორიით
- მოსწავლეებმა იმსჯელონ ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე, გამოთქვან იდეები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს თურქეთის და საქართველოს მთავრობამ , მოსახლეობამ, მეცენატებმა ამ ძეგლების გადასარჩენად .
პოეზიის დღე
2010 წლის 12 ნოემბერს ჩვენს სკოლაში პოეზიის დღე აღინიშნა.
მე–8 ა კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხეს მანან ჩიტიშვილის ლექსები. XXსაუკუნის ამ შესანიშნავი პოეტი ქალის შემოქმედებაში უხვად არის მშობლიური კუთხის ქართლის საყვარულით სავსე ლექსები.
დღეს "საქართველოს გული–ქართლი, დაჭრილია" და განსაკუთრებით სჭირდება მოფერება და თანადგომა. მოსწავლეების მიერ შერჩეულ ლექსებში ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოს მძიმე , მაგრამ გმირული წარსულით გამოწვეული სევდა და სიამყე, ზოგჯერ მწუხარე და ამავე დროს სიცოცხლით საცსე, იშვიათი მხატვრული სახეებით მდიდარი სტრიქონები.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა , რომ პოეხიზ ადამიანებს შორის ურთიერთობის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. გადამდები აღმოჩნდა მოზარდების ინიციატივა. მათ შემდეგ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. მასწავლებლებმა – მზია ჩოქური და მაყვალა ბერძენიშვილმა, მოსწავლეებმა – ნ.ხელაძემ (11 კლასი) და მ. ოდიშელიძემ (მე–8 კლასი )
სკოლის სააქტო დარბაზი ყველამ სასიამოვნო , მაღალი განწყობით დატოვა.
среда, 10 ноября 2010 г.
понедельник, 8 ноября 2010 г.
четверг, 4 ноября 2010 г.
ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება"
2 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება" , რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ Vა კლასის (პედაგოგი :ალინა შალამბერიძე) Vგ კლასის (პედაგოგი მარიკა კოპაძე ) მოსწავლეები.
2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული. ღონისძიებაც მიზნად ისახავდა ცოდნის გაღრმავებას "წითელი ნუსხის" სახეობების შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ეკოლოგიაზე. იმ პრობლემებზე რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.
შემდეგ პატარა მსახიობებმა თეატრალიზირებული სანახაობა წარმოადგინეს , სადაც კითხვაზე "რა ღირს ცოცხალი ბუნება?" ბავშვებს ერთადერთი პასუხი ჰქონდათ, რომ ბუნება–როგორც სიცოცხლის წყარო ყველა სიმდიდრეზე ძვირია, რაც ღმერთს შეუქმნის და მისი დაცვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.
ღონისძიება მოამზადა ალინა შალამბერიძემ