Pages

понедельник, 7 ноября 2011 г.

მე–20 საჯარო სკოლაში  24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით   ჩატარდა ვაჟა–ფშაველა  150 წლისთავისადმი  მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის  აქტივობები, რომლებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა :
1.      მოსწავლეებმა შექმნეს და  მოიძიეს მასალები ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიდან, მისი შემოქმედებიდან და საკუთარი ხელით შექმნეს კედლის გაზეთები, რომლებშიც საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს დიდი მწერალი.
2.      მე–6 გ კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ღონისძიება  „ჩვენი თვალით დანახული  ვაჟა“  მათ მოამზადეს სლაიდები, მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას ლექსები, მოამზადეს პრეზენტაცია და ისაუბრეს თავიაანთ დამოკიდებულებაზე ვაჟას მიმართ, გულწრფელად გამოხატეს ის ემოცია,  რომელიც ვაჟას შემოქმედების გაცნობამ აგრძნობინა მათ.
3.      VII ა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიის საღამო  „უკვდავი ვაჟა“ მათ  მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას სხვადასხვა თემაზე შექმნილი ლექსები: სატრფიალო, საგმირო,  ბუნების შესახებ, წუთისოფელთან დაკავშირებული. ისაუბრეს იმ მთავარ სათქმელზე, რაც  პოეტს  უნდოდა  ეგრძნობინებინა ჩვენთვის. შეასრულეს ვაჟას სიმღერებად ქცეული ლექსები.
4.      მოსწავლეებმა დაწერეს ესე  „ჩემი თვალით დანახული ვაჟა“  ესე–ში მოსწავლეებმა ისაუბრეს  იმ  ფასდაუდებელ განძზე, რომელიც ვაჟამ დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით, გამოხატეს თავიანთი შეხედულება მთის არწივზე, შეაფასეს მისი ღვაწლი. გამოვავლინეთ საუკეთესო ნაშრომები.
5.      ჩატარდა ღონისძიება  „ვაჟას საუკუნო  საგზალი“  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ვაჟას ბიოგრაფიაზე,  წაიკითხეს ვაჟას ლექსები,  გააცოცხლეს ეპიზოდები პოემიდან  „ალუდა ქეთელაური“  და  „სტუმარ–მასპინძელი“, შეასრულეს  სიმღერები ვაჟაზე, აჩვენეს მაყურებელს მომზადებული სლაიდები,    აგრძნობინეს, რომ  ვაჟამ  თავისი შემოქმედების სახით  საუკუნო  საგზალი  დაუტოვა თითოეულ  ჩვენგანს.
6.      განხორციელდა პროექტი „ვაჟას ნაკვალევზე“  მოსწავლეებმა  მოინახულეს ჩარგალში  ვაჟა ფშაველას სახლ–მუზეუმი, იქვე  ჩაატარეს  ღონისძიება,  გაეცვნენ ვაჟას ცხოვრების ამსახველ ისტორიას,  იქვე ჩაატარეს  ღონისძიება, წაიკითხეს ვაჟას ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები.

четверг, 16 июня 2011 г.

"დავიცვათ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები"

2011 წლის 13 ივნისს IIIა კლასში ჩატარდა საკლასო ღონისძიება თემაზე "დავიცვათ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები".
ღონისძიების მთავარი მოზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ ცოდნა ტოლერანტობის, მისი მნიშვნელობის და როლის შესახებ საკუთარ და სხვათა ცხოვრებაში.
აგრეთვე გავნობოდნენ ბავშვების ძირითადად უფლებებსა და მოვალეობებს.
მოსწავლეებმა ესაუბრეს:
ა) ეფექტურ კომუნიკაციაზე;
ბ) გარემოს დაცვაზე;
გ) ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე.
წარმოადგინეს ინსცენირება: "ბავშვის უფლებების დამცველი:.
ღონისძიება მუსიკალურად იყო გაფორმებული ,გამოყენებული იყო დეკორაციები.

понедельник, 13 июня 2011 г.




მიმდინარე საწავლო წლის 18 მაისს ჩატარდა ვიქტორინა "აბა, გამოიცანი" 1ა კლასში (პედაგოგი ნინო ჩალაძე), კლასში შეიქმნა 4 გუნდი სასწავლო დისციპლინების მიხედვით ( ქართული, მათემატიკა, ბუნება და ხელოვნება.) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ემბლემები გუნდების მიხედვით, გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა სხვადასხვა საგნებში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი , რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, ეს იყო ხელოვნების გუნდი.

суббота, 28 мая 2011 г.

მხიარული სტარტები


სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებმა "მხიარული სტარტები " გამართეს
"მხიარული სტარტებში " ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პატარების მშობლებმა და მასწავლებლებმა .
მონაწილეობა მიიღეს I ბ (დამრიგებელი ნინო ხარატიშვილი ) და Iგ (დამრიგებელი მაიკა კორაშვილი) კლასის მოსწავლეებმა.
I ბ კლასის გუნდს ერქვა "ჭიამაიები", ხოლო
Iგ კლასის გუნდს ერქვა "მერცხლები".

ბავშვებმა ძალიან მხიარულად გაატარეს ეს დღე.

четверг, 7 апреля 2011 г.

"მათ სახელს სამშობლო სანთლებად აინთებს"

2011 წლის 6 აპრილს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება "მათ სახელს სამშობლო სანთლებად აინთებს". ეს იყო პროექტის "ომის ნამდვილი სახე" –ს ( ფასილიტატორი – ელენე ხაჩიძე http://faceofware.blogspot.com/ ) ბოლო ეტაპი. პროექტი ავირჩიეთ სასწავლო წლის პირველ ნახევარში და ეტაპობრივად სკოლაში ხორციელდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. დასაწყისისთვის მოსწავლეებმა მოინახულეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი. ბავშვებმა სანთლები დაანთეს ამ ბიჭების სახელზე აგებულ ასიათას მოწამეთა სახელობის ეკლესიაში. შემდეგ ეტაპზე გააკეთეს სტენდი სახელწოდებით: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების..." .
გააფორმეს გაზეთი "ჩემი სამშობლოს გათელვა აბა, გაბედოს ვინმემ" .
მოაწყეს 2008 წლის აგვისტოს თემასთან დაკავშირებული , როგორხ მხატვრული ისე დოკუმენტური ფილმების ჩვენება–გაანალიზება.

პროექტის ხელმძღვანელი : მარინა ნინიაშვილი .
მასწავლებლები : მარინა ტაბატაძე
მაია ვეფხოშვილი

вторник, 29 марта 2011 г.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება



7 მარტს X ბ კლასმა გამართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ , როგორც მასწავლებლები ასევე მოსწავლეთა დედები.
ბავშვებმა სტუმრებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები საკუთარი შესრულებით. დედებს აჩვენეს სლაიდ–შოუები , სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ის კუთხეები , საიდანაც არიან ისინი წარმოშობით. ღონისძიება აღსავსე იყო სითბოთი და სიყვარულით . დედები თვალცრემლიანი უსმენდენინ საკუთარ შვილებს. ეს დღე დიდხანს დარჩება მოსწავლეების და მათი საყვარელი დედების ცნობიერებაში.