Pages

вторник, 13 марта 2012 г.

უცხო ენის კათედრის კვირეული


სკოლაში 02.02- 25.02 უცხოური ენის კათედრაზე (ინგლისური ენა, რუსული ენა) ჩატარდა კვირეული. დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა შორის აღსანიშნავია სხვადასხვა ტიპის სასკოლო კონკურსები .
იხილეთ დაწვრილებით .
1. სასკოლო შემოქმედებითი  წერა/კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში .
წარმოდეგენილი ნამუშევრებიდან გამოვლინდა პირველი,მეორე და მესამე ადგილზე გასული ნამუშევრები,რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით. კონკურსი ჩატარდა ,როგორც ინგლისურ ასევე რუსულ ენაზე.
პირველი ხარისის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:
ინგლისური ენა მე-10-12 კლასებს შორის - ანი წერეთელი;
მე-7-9 კლასებს შორის -გიორგი ცირეკიძე.
2) კათედრაზე აევე ჩატარდა სასკოლო კონკურსი "მემ მესმის ჩემი უცხოელი თანატოლის " კონკური ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში.
მე- 6- მე-7კლასებში; მე-8 - მე 9 კლასებში ; მე-10 - მე-12 კლაებშიკონკურსანტებს ევალებოდათ მოსმენილი მასალიდან სათანადო ინფორმაციის ამოღება და შესაბამისი ტესტის შევსება.
საუკეთესო შედეგები :
პირველი ხარისხის წარმატება აჩვენეს მე-6- მე-7 კლასელებს შორის :
ინგლისური ენა- სოფიკო ჩიტიშვილი;
მე-8-მე9 კლასები - გიორგი წერეთელი
მე-10 - მე 12 კლასები ანი წერეთელი.
რუსული ენა ;
მე-7 კლასები - შორენა რევაზიშვილი;
მე-8- მე-9 კლასები - გიორგი წერეთელი
მე-10- მე-12 კლასებეი - დიანა მანუკიანი.


3) კონკურსი "Spelling bees"  მოსწავლეებისგან მოითხოვდა სიტყვის სწორად წერასა და წაკითხვას. ანბანის ასოების მიხედვით.
კონკურსი ცატარდა ერთ ასაკობრივ ჯგუფში,  მე-4- მე 5 კლასებში.
პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა თამარ ნებიერიძე.








ასევე ჩატარდა კონკურსი ყველაზე პატარა შემსწავლელთათვის  "კალიგრაფიის კონკურსი".პირველი ადგილი უმაღლესი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა მე-3 კლასის მოსწავლე გიგა ბალახაძე

понедельник, 20 февраля 2012 г.


ხელოვნების მასწავლებელმა ნონა ხიდეშელმა დაწყებით კლასებში მოაწყო ნახატების გამოფენა:
"ზამთრის ფანტაზია"
ესთეტიკის კათედრამ მოსწავლეები საუკეთესო ნამუშევრებისათვის  დააჯილდოვა დიპლომებით:

  1.  მარი ლომსაძე   3გ კლასი
  2. გიორგი გონგლიაშვილი 3გ
  3. გიორგი ბეგიაშვილი 2ბ
  4. ნიკა შაროვი 2ბ
  5. ნინო პაქსაშვილი 3ბ
  6. მეგი ჩავლეიშვილი 3 გ 



2010–2011 სასწავლო წლის დეკემბერში   სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ინიციატივით ჩატარდა "კალიგრაფიის კონკურსი " დაწყებითების
(1–4)მოსწავლეთა შორის. 
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:


I ადგილი:
1. ვასიკო ვაზაგაევი– 2 ა კლასი
2. თამარ ქევხიშვილი– 2 ა კლასი
3. ანა ვართასაშვილი– 3ბ კლასი
IIადგილი:
1. ნანი ღრუბელაშვილი–2 ა კლასი
2. დავით დავრეშელიძე –2 ბ კლასი
                                         3. სალომე გელაშვილი–2 ბ კლასი
                                         4. გაგა ქაშაკაშვილი–2 გ კლასი
                                         5. ლილე ოხანაშვილი –2 გ კლასი
                                         6. მეგი ჩავლიეშვილი– 3 ბ კლასი 
                                         7. ნათია დარჯანია – 3ბ კლასი
                                           III ადგილი 
                                         1. თამარ წიქარიშვილი– 3ბ კლასი
                                         2. ნანი თურქაძე – 3 ბ კლასი
                                         3. ნინო პაქსაშვილი– 3 ბ კლასი 

კლასის დამრიგებლები: 2ა კლასი– ნინო ჩალაძე
                                     3ბ კლასი– თეა შუბითიძე
                                     2გ კლასი– მაია კორაშვილი
                                     2ბ კლასი – ნინო ხარატიშვილი

понедельник, 7 ноября 2011 г.

მე–20 საჯარო სკოლაში  24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით   ჩატარდა ვაჟა–ფშაველა  150 წლისთავისადმი  მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის  აქტივობები, რომლებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა :
1.      მოსწავლეებმა შექმნეს და  მოიძიეს მასალები ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიდან, მისი შემოქმედებიდან და საკუთარი ხელით შექმნეს კედლის გაზეთები, რომლებშიც საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს დიდი მწერალი.
2.      მე–6 გ კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ღონისძიება  „ჩვენი თვალით დანახული  ვაჟა“  მათ მოამზადეს სლაიდები, მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას ლექსები, მოამზადეს პრეზენტაცია და ისაუბრეს თავიაანთ დამოკიდებულებაზე ვაჟას მიმართ, გულწრფელად გამოხატეს ის ემოცია,  რომელიც ვაჟას შემოქმედების გაცნობამ აგრძნობინა მათ.
3.      VII ა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიის საღამო  „უკვდავი ვაჟა“ მათ  მხატვრულად წაიკითხეს ვაჟას სხვადასხვა თემაზე შექმნილი ლექსები: სატრფიალო, საგმირო,  ბუნების შესახებ, წუთისოფელთან დაკავშირებული. ისაუბრეს იმ მთავარ სათქმელზე, რაც  პოეტს  უნდოდა  ეგრძნობინებინა ჩვენთვის. შეასრულეს ვაჟას სიმღერებად ქცეული ლექსები.
4.      მოსწავლეებმა დაწერეს ესე  „ჩემი თვალით დანახული ვაჟა“  ესე–ში მოსწავლეებმა ისაუბრეს  იმ  ფასდაუდებელ განძზე, რომელიც ვაჟამ დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით, გამოხატეს თავიანთი შეხედულება მთის არწივზე, შეაფასეს მისი ღვაწლი. გამოვავლინეთ საუკეთესო ნაშრომები.
5.      ჩატარდა ღონისძიება  „ვაჟას საუკუნო  საგზალი“  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ვაჟას ბიოგრაფიაზე,  წაიკითხეს ვაჟას ლექსები,  გააცოცხლეს ეპიზოდები პოემიდან  „ალუდა ქეთელაური“  და  „სტუმარ–მასპინძელი“, შეასრულეს  სიმღერები ვაჟაზე, აჩვენეს მაყურებელს მომზადებული სლაიდები,    აგრძნობინეს, რომ  ვაჟამ  თავისი შემოქმედების სახით  საუკუნო  საგზალი  დაუტოვა თითოეულ  ჩვენგანს.
6.      განხორციელდა პროექტი „ვაჟას ნაკვალევზე“  მოსწავლეებმა  მოინახულეს ჩარგალში  ვაჟა ფშაველას სახლ–მუზეუმი, იქვე  ჩაატარეს  ღონისძიება,  გაეცვნენ ვაჟას ცხოვრების ამსახველ ისტორიას,  იქვე ჩაატარეს  ღონისძიება, წაიკითხეს ვაჟას ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები.

четверг, 16 июня 2011 г.

"დავიცვათ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები"

2011 წლის 13 ივნისს IIIა კლასში ჩატარდა საკლასო ღონისძიება თემაზე "დავიცვათ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები".
ღონისძიების მთავარი მოზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ ცოდნა ტოლერანტობის, მისი მნიშვნელობის და როლის შესახებ საკუთარ და სხვათა ცხოვრებაში.
აგრეთვე გავნობოდნენ ბავშვების ძირითადად უფლებებსა და მოვალეობებს.
მოსწავლეებმა ესაუბრეს:
ა) ეფექტურ კომუნიკაციაზე;
ბ) გარემოს დაცვაზე;
გ) ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე.
წარმოადგინეს ინსცენირება: "ბავშვის უფლებების დამცველი:.
ღონისძიება მუსიკალურად იყო გაფორმებული ,გამოყენებული იყო დეკორაციები.

понедельник, 13 июня 2011 г.




მიმდინარე საწავლო წლის 18 მაისს ჩატარდა ვიქტორინა "აბა, გამოიცანი" 1ა კლასში (პედაგოგი ნინო ჩალაძე), კლასში შეიქმნა 4 გუნდი სასწავლო დისციპლინების მიხედვით ( ქართული, მათემატიკა, ბუნება და ხელოვნება.) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ემბლემები გუნდების მიხედვით, გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა სხვადასხვა საგნებში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი , რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, ეს იყო ხელოვნების გუნდი.

суббота, 28 мая 2011 г.

მხიარული სტარტები


სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებმა "მხიარული სტარტები " გამართეს
"მხიარული სტარტებში " ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პატარების მშობლებმა და მასწავლებლებმა .
მონაწილეობა მიიღეს I ბ (დამრიგებელი ნინო ხარატიშვილი ) და Iგ (დამრიგებელი მაიკა კორაშვილი) კლასის მოსწავლეებმა.
I ბ კლასის გუნდს ერქვა "ჭიამაიები", ხოლო
Iგ კლასის გუნდს ერქვა "მერცხლები".

ბავშვებმა ძალიან მხიარულად გაატარეს ეს დღე.